დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-74 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016309 |
|
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
|
ა)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ბ“ „გ“ და მე-13 მუხლის „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, აგრეთვე სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, აგრეთვე სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. 3. ამ წესის მიზნებისათვის „მოხელეში“ იგულისხმება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/მოადგილე და ადმინისტრაციული პერსონალი.“; |
ბ)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები 1. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები არიან: ა) დიპლომატიური თანამდებობის პირი; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი; გ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; დ) მომსახურე პერსონალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან: ა) ადმინისტრაციული პერსონალი; ბ) ტექნიკური პერსონალი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის შესაბამისად.“; |
გ)
მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის პოზიციაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“. გ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „8. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.“; |
დ)
მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ახლო ნათესავს;“; |
ე)
მე-10 მუხლის:
ე.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს როგორც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, ასევე სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი.“; ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.“; |
ვ)
მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის დანიშვნის წესი 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის პოზიციაზე, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის) წარდგინებითა და მინისტრის უფლებამოსილების ვადით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის 31 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციაზე შესაძლებელია დაინიშნოს: ა) გენერალური დირექტორი; ბ) დეპარტამენტის დირექტორი; გ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; დ) მინისტრის სამდივნოს უფროსი; ე) სამსახურის უფროსი; ვ) სამსახურის უფროსის მოადგილე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან გასაფორმებელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითვლებიან აგრეთვე საჯარო მოხელეებად. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ენიჭებათ დიპლომატიური რანგი, კანონმდებლობით დადენილი წესის შესაბამისად. 6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/მოადგილე შესაძლებელია წარიგზავნოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, როგორც დიპლომატიურ (დიპლომატიური რანგის არსებობის შემთხვევაში), ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) პირის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა; ე) სხვა თანამდებობაზე დანიშვნა; ვ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება; ზ) გარდაცვალება; თ) მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება მინისტრის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 9. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. 10. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე არ ვრცელდება ამ წესის მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. 11. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება ამ წესის 26-ე-31-ე, 321-331, 35-ე-36-ე, 38-ე, 39-ე-44-ე, 47-ე-51-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, მათთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; |
ზ)
მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/შესაბამისი კომისიის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოხელე შესაძლებელია მისივე თანხმობთ გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე: ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; გ) როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის მიზნით; დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში; ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევის გამო; ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; |
თ)
მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია საქმეთა დროებით რწმუნებულად, როტაციის წესით, გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დანიშნული დიპლომატიური თანამდებობის პირი/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე (დიპლომატიური რანგის არსებობის შემთხევაში).“; |
ი)
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში პირის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის წარდგინების ან შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“; |
კ)
23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეღავათები მიენიჭება ასევე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირს ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირს, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვისაც დადგენილ უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.“. |
ლ)
37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განკარგულება მიმართულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ;“; |
მ)
38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხელისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“; |
ნ)
44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებული პირი გამოიძახოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, რაც განიმარტება, როგორც მივლინება და ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით.“. |
ო)
46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ნ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ნ1) ამ წესის 111 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
3.
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის 111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ჩაითვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები