დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016707 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №90020020.35.123.016426), კერძოდ:
1. შეიცვალოს დადგენილების პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, 57-ე მუხლის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“. 2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (№1 დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) 3. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (№2 დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის შესახებ
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი № 2
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხის შესახებ
|
მუხლი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია 1 პირი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 3358 ლარი. მუხლი 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 14 მოსამსახურე. მათ შორის: ა) საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი – 2 ერთეული; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 ერთეული; გ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული; დ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე – 2 ერთეული; ე) მოწვეული სპეციალისტი – 6 ერთეული; ვ) სპეციალისტი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი) – 1 ერთეული; ზ) დამხმარე მოსამსახურე – 1 ერთეული. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები