დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016648 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილების (matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 23/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.158.016555) დანართი 1 -ში:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში და დადგენილების დანართი №1-ის მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 2. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები: საკრებულოს აპარატის უფროსი (პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 4234 ლარი). 2. პროფესიული საჯარო მოხელეები: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: ა.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3358 ლარი); ა.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო –2482 ლარი); ბ) საორგანიზაციო განყოფილება: ბ.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3358 ლარი); ბ.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2482 ლარი); ბ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები