„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017901
10
24/01/2025
ვებგვერდი, 28/01/2025
200090000.22.033.017901
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №10

2025 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს (პირებს) გადაეცემა „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა  №015-ის – „საავანსო ანგარიში“ საფუძველზე. სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ფორმაში მიეთითება გამოყოფილი თანხის სრული ოდენობა და იმ პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, რომელიც თანხის შენახვასა და მიზნობრივი დანიშნულებისათვის გამოყენებაზე იქნება პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული). ამავე ფორმაში აისახება საკონტროლო შესყიდვაზე (მიზანდასახულად) გახარჯული, აგრეთვე აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ან/და დაბრუნებული თანხა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვისას ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯები აღემატება ამ პროცედურისთვის დადგენილი წესით განსაზღვრულ თანხებს, ზედმეტად გახარჯული თანხის გაცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე ხორციელდება „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №015-ის შესაბამისად ან მისთვის პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის საშუალებით.“.

2.   მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი და დაუბრუნებელი საქონელი მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346  ბრძანების შესაბამისად.“.

3.   მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, შეადგინოს დანართი №8-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და, ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი;“.

4. 235 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) როდესაც  ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, შეადგინოს დანართი №146-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.), ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაერთოს ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და, ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი;“.

5. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინკასო დავალების გამოყენების, შევსების და გაფორმების წესი რეგულირდება  „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის  №8/04  ბრძანებით.“.

6.  70-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020  წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი