დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 26/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.008.460 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.460
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №326
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
,,ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №209 ბრძანებით (სსმ III, 10.05.05, №55, მუხ. 600) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სასწავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებების და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;
გ) წესდების მე-5 მუხლი მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9) სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;
დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი
იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები