„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017285
1
24/01/2025
ვებგვერდი, 24/01/2025
120010000.22.026.017285
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №1

2025 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 13მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

,,მუხლი 132. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი

1. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილითა და მინისტრის თანხმობით, სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე სამხედრო პოლიციაში დანიშნულ მოსამსახურეზე (სპეციალური წოდების მქონე პირზე).
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი