დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.160.016933 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018; 190040000.35.160.016447) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ (დანართი 1). |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/01/2018; 190040000.35.160.016447) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი N1
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატისა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების
და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები