დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1 –ში “საჯარო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორიის" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 19/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.008.458 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.458
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №410
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებული დანართი №1 – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს), სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ტერიტორია.
3. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით, პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს ამ უფლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.
4. საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა სამგზავრო პასპორტის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურს.
5. აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და აჟარის თემის მოსახლეობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამსახური.
6. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. ცხინვალი, ცხინვალის რაიონი, ჯავის რაიონი.
7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას თემისა და ერედვის თემის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა, შესაბამისად, ქურთას თემი და ერედვის თემი.
8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ქორწინების რეგისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები