დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016930 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22/12/2023წ., 010250020.35.160.016834) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესი) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე.“; ბ) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცემა პირს, თუ უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დასტურდება მისი 1 (ერთი) წლიანი ცხოვრების ფაქტი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“; ა) დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წახალისება არ გაიცემა, თუ თვის განმავლობაში მსმენელი არ დაესწრება სასწავლო პროცესის 80%- ზე მეტს. 2. დაფინანსება სრულდება: ა) პროფესიული პროგრამის დასრულებისას; ბ) სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. 3. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 4. ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს. 5.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბენეფიციარებისთვის თანხის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ჩარიცხვის გზით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები