„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016929
193
24/01/2025
ვებგვერდი, 27/01/2025
010250050.35.160.016929
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №193

2025 წლის 24 იანვარი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში („შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ)ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი'“;

ბ) დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ და „ე.ვ2“ ქვეპუნქტები:

„ე.ვ1“ ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების ცენტრი;

„ე.ვ2“ ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრი“;

გ) დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეკისრებათ სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრის'' დირექტორს, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ დირექტორს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე