დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016435 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13 დეკემბერი 2024 წელი, №165-Iმს-XIმპ) მე-2 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის უფროსი (შემდეგში – აპარატის უფროსი), რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აპარატის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 111. აპარატის საჯარო მოსამსახურეები 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები: ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი; ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის განყოფილების უფროსი; გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე: გ.ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტის დონე: დ.ა) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.ბ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.გ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. 2. საკრებულოს აპარატის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის. 4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის. 5. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სხვა უფლებები, გარანტიები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები