დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370160000.22.023.016887 |
2-17
23/01/2025
ვებგვერდი, 24/01/2025
370160000.22.023.016887
მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
|
მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „მიწის ბალანსის ფორმა“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის), ერედვისა და ქურთის თემების და ახალგორის მუნიციპალიტეტების მიწის ფართობების მონაცემები მიწის ბალანსში აისახება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის), ერედვისა და ქურთის თემებისა და ახალგორის მიწის ფართობების არსებული ბოლო მონაცემების“ შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ბალანსის წარმოებისას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მიწების ფართობების შესახებ ინფორმაცია გამოყენებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ზონების საზღვრების შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის N2-826 ბრძანება.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები