ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომის გმირის თამაზი გელაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომის გმირის თამაზი გელაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93250138
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016034
გ-93. 93250138
13/01/2025
ვებგვერდი, 22/01/2025
000000000.00.167.016034
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომის გმირის თამაზი გელაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93.93250138

2025 წლის 13 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომის გმირის თამაზ გელაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

მიენიჭოს აფხაზეთის ომის გმირის თამაზ გელაშვილის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში  (კართუბნის  ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.     

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია