ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93250135
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016033
გ-93. 93250135
13/01/2025
ვებგვერდი, 22/01/2025
000000000.00.167.016033
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93.93250135

2025  წლის  13 იანვარი

ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთწოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139)  ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების  (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

მიენიჭოს  ჯემალ ჯიბლაძის სახელი ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ მოედანს (ეგრეთ წოდებული „რანის“ საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) თანდართული რუკის შესაბამისად.     

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

  

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია