ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93250135
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016033
გ-93. 93250135
13/01/2025
ვებგვერდი, 22/01/2025
000000000.00.167.016033
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-93.93250135

2025  წლის  13 იანვარი

ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთწოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139)  ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების  (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

მიენიჭოს  ჯემალ ჯიბლაძის სახელი ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ მოედანს (ეგრეთ წოდებული „რანის“ საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) თანდართული რუკის შესაბამისად.     

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

  

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია