ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93250133
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016032
გ-93. 93250133
13/01/2025
ვებგვერდი, 22/01/2025
000000000.00.167.016032
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № გ-93. 93250133

2025  წლის  13 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

 

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

მიენიჭოს შოთა რუსთაველის სახელი  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში  (კართუბნის  ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.     

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს,  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ-,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“- გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

საკრებულოს თავმჯდომარე     კარლო ჯამბურია