ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93250137
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016030
გ-93. 93250137
13/01/2025
ვებგვერდი, 22/01/2025
000000000.00.167.016030
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-93.93250137

2025 წლის 13 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

 მუხლი 1

 მიენიჭოს აკაკი წერეთლის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში (კართუბნის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

 მუხლი 2

 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

 მუხლი 4

 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 მუხლი 5

 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 კარლო ჯამბურია