დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 14/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.120.22.035.008.451 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.22.035.008.451
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №107/ნ
2006 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
,,დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანებით (სსმ III, 16.03.2006 წ., №34, მუხ. 406) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. გარდამავალი რეგულირება
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებაზე არსებული ვალდებულებები დაიფარება 2006 წლის 1 იანვრამდე არსებული წესითა და პირობებით, ხოლო 2006 წლის 1 იანვრიდან ვალდებულებების დაფარვა მოხდება ამ წესითა და პირობებით.
2. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარება, რომელიც წარმოშობილია 2006 წლის 1 იანვრამდე, მთლიანად ნაზღაურდება ძველი წესითა და პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ გართულებული ან ტყუპით მშრობიარობის შედეგად დამატებითი ვალდებულება წარმოიშვა 2006 წლის 1 იანვრამდე, მისი ანაზღაურება აგრეთვე მოხდება ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. 2006 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა და მშორბიარობის გამო წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულება უნდა ანაზღაურდეს ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები