დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 21/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.70.082.016130 |
|
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016108) დამტკიცებული საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. წელთა ნამსახურობის დანამატი პროკურატურის თანამშრომელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
“; ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) შინაგან საქმეთა, იუსტიციის (მათ შორის, შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში), თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურობა.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში მითითებულისა, შრომის სტაჟში ასევე ეთვლებათ საქმიანობა საჯარო სამსახურში (მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო-საბიუჯეტო სამსახურში) და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები