„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.024900
10
20/01/2025
ვებგვერდი, 21/01/2025
120200010.10.003.024900
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2025 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის:

1.  პირველი მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.“;

) მე-7 პუნქტის:

.) „ ქვეპუნქტის . და . ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;“;  

„ბ.ვ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი, შტაბის უფროსი, სამსახურის უფროსი;“;

.) „ ქვეპუნქტის . ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

.) „ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის. ქვეპუნქტი:

„ზ.კ) კოლეჯის უფროსი/მეთაური;“;

.) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სპეციალური ოპერაციების სარდლობის:

თ.ა) სარდალი და სარდლის მოადგილე;

თ.ბ) შტაბის უფროსი;

თ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

თ.დ) ბატალიონისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;

თ.ე) სპეციალური დანიშნულების ასეულის, რეინჯერთა ასეულისა და საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის მეთაური;

თ.ვ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სკოლის მეთაური;

თ.ზ) სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტი;

თ.თ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სერჟანტი;

თ.ი) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სერჟანტი;

თ.კ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) სერჟანტი;“;

) მე-8 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი;“;

) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის:           

ა) დირექტორი;        

ბ) დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში;    

გ) მთავარი სერჟანტი.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს:    

ა) დირექტორი;        

ბ) დირექტორის მოადგილე;

გ) სააგენტოს სერჟანტი;        

დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსი.

11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის მოხალისის:

ა) დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე