დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.024895 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-20 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლისა, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, შეადგენს 3500 ლარს.“. 2. პირველი მუხლის 27-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები:
შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება უმცროსი სპეციალური წოდების სხვა შესაბამის თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა), თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება მინიჭებული სპეციალური წოდების შესაბამისი კატეგორიის მიხედვით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები:
.“. 3. პირველი მუხლის 28-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები