„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024894
4
20/01/2025
ვებგვერდი, 21/01/2025
010240030.10.003.024894
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2025 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა;“. 

2. მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ტრანსპორტის უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო.“.

3. მე-7 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ტრანსპორტის უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომში − მოკვლევის ბიურო):

ჩ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჩ.ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების სფეროში მომხდარი ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჩ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება; სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება, სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მომავალში ანალოგიური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიწოდება სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსთვის, სხვა ორგანოსთვის, უწყებისთვის ან იურიდიული პირისთვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24-საათიანი მზადყოფნისა და სარკინიგზო შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინა წელს განხორციელებული მოკვლევების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მიღებული ზომების ამსახველი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 2 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე