„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 20/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016069
69
20/01/2025
ვებგვერდი, 20/01/2025
010210060.74.086.016069
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №69

2025 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.      
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოსამსახურეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2);“;

ბ) დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 1)“:

ბ.ა) 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს ბიუროს უფროსის მოვალეობას. ბიუროს უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.გ) 51 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.ე) 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.ვ) 72 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

ბ.ზ) 74 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ.“;

გ) დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 2)“ და „დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 3)“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობის რანგი

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო

1.

ბიუროს უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

ბიუროს უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3212

სულ

6

სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3212

II

საფინანსო-სამეურნეო სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

მთავარი ბუღალტერი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

4088

3.

უფროსი კონსულტანტი (სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი) - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

4088

4.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3796

5.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3212

სულ

12

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

კანცელარია

1.

კანცელარიის უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

4088

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3796

3.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

15

2628

II

სასამართლოს მანდატურის სამსახური

1.

სამსახურის უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3212

2.

სასამართლოს მანდატური  პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

IV

5

2190

სულ

25

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

3212

სულ

9

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3212

სულ

6

მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

3212

სულ

8

სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის თავმჯდომარე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3796

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3212

სულ

8

სულ ჯამში

74

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა განისაზღვროს 74 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 14 (თოთხმეტი) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირით (7 (შვიდი)   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 7    (შვიდი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე).

დანართი №3

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

დამოუკიდებელი ინსპექტორი

10555“;

დ) დადგენილების დანართი 6-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილების დანართი)“:

დ.ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 10555 ლარს.“;

დ.ბ) 274 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან აფორმებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2.      
ამ დადგენილების მოქმედება თანამდებობრივი სარგოების ნაწილში გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში   2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 3.     
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი