დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016475 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. მერიის მოხელის გადაყვანა 1. მერიაში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებამდე, ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად შესაძლებელია განხორციელდეს მოხელის გადაყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. 2. მოხელის გადაყვანა შესაძლებელია: ა) იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მქონე თანამდებობაზე (ჰორიზონტალური გადაყვანა); ბ) მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე, თუ მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელის გადაყვანა დასაშვებია მოხელის ინიციატივით ან, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მერის დასაბუთებული გადაწყვეტილებით და მოხელის თანხმობით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – მხოლოდ მოხელის მოთხოვნით. 4. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. 5. მოხელის გადაყვანის წესი განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე ფასდება 6 თვეში ერთხელ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. მერი უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. მერიის რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა 1. მერიაში რეორგანიზაცია იწყება ამ დებულების 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღიდან. 2. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახური ან უფლებამოსილი პირი, ვალდებულია შეიმუშაოს რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. სამართლებრივი აქტით ასევე უნდა განისაზღვროს რეორგანიზაციის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი. 3. მერიის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების პროცესში მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია მერიის შესაბამის სამსახურთან (სამსახურებთან) ან/და პასუხისმგებელ პირთან (პირებთან) ერთად შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი. 4. იმ შემთხვევაში, თუ მერიის რეორგანიზაციას თან სდევს მერიის საშტატო რიცხოვნობის შემცირება, სავალდებულოა, რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და ეცნობოს მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები. 5. რეორგანიზაციის დეტალური წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები