„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016474
3
17/01/2025
ვებგვერდი, 20/01/2025
010250020.35.106.016474
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 17 იანვარი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13 დეკემბერი 2024 წელი, №165-Iმს-XIმპ) მე-2 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge), 27.02.2018 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016287) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს „გ“ უნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს თავმჯდომარეს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 3უნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საკრებულო.“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდეგში – აპარატის უფროსი), რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 იანვრიდან და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე