დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/2025 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 17/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2025 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016778 |
|
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2023, 010340000.15.008.016686) დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების (გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა სარეგისტრაციო პროგრამები, გამოცდებზე რეგისტრირებულ პირთა საგამოცდო პროგრამები) ფუნქციონირებას; ბ) გამოცდების ჩატარების ადგილზე/ადგილებზე აუცილებელი ტექნიკის ფუნქციონირებას; გ) გამოცდებზე რეგისტრირებული პირების, გამოცდების მონაწილეებისა და სერტიფიკატების მფლობელი პირების მონაცემების ელექტრონული ბაზის შენახვასა და უსაფრთხოებას; დ) ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების მიხედვით დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა სარეგისტრაციო პროგრამებში შესაბამისი შეზღუდვების ფუნქციის გააქტიურებას.“. 3. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილება უფლებამოსილია დააკვირდეს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს, მათ შორის, გამოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.“. 4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, გამოცდის სამდივნოს წევრები, სწავლების ცენტრის დირექტორი, სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ცესკოს იურიდიული, მათ შორის შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების, საარჩევნო პროცესების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების თანამშრომლები, აკრედიტებული დამკვირვებლები, ცესკოს წევრები და ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები