„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016775
3/2025
17/01/2025
ვებგვერდი, 17/01/2025
010240020.15.008.016775
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2025

2025 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის (დანართი 1):

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე – ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-7 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ცესკოს აპარატის უფროსის, დეპარტამენტების, განყოფილებების (სტრუქტურული ერთეულების) უფროსების, მენეჯერების შესახებ, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;“;

ბ.გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ცესკოს მისამართის, კანცელარიის ელექტრონული მისამართის, ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;“;

ბ.დ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ-ფ“ ქვეპუნქტები:

„ტ) ცესკოს მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს – ყოველწლიურად;

უ) ცესკოს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას – პერიოდულად;

ფ) ცესკოს მიერ არჩევნების დროს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს – ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში.“;

გ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) გენდერულ სტატისტიკას – წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 იანვრიდან.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი