დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1041 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.017527 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №72 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016577) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე), ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის პრესის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“. 4. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები