დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016560 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2024, სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.138.016554) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი) 26-ე მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც არ მიუმართავთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2024 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურებების და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება/ანაზღაურებაზე, შესაძლებლობა აქვთ დაფინანსება/ანაზღაურებით ისარგებლონ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესით დადგენილი პირობების შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები