,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016562
5
17/01/2025
ვებგვერდი, 20/01/2025
190040000.35.138.016562
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 17 იანვარი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.138.016295) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის  (შემდგომში  – საკრებულოს  წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად  განისაზღვროს 880 (რვაას ოთხმოცი) ლარი.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და  მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე