,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016637
2
16/01/2025
ვებგვერდი, 17/01/2025
010250050.35.116.016637
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2025 წლის 16 იანვარი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.102434),  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 2 აგვისტოს  №27დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016346)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.(დანართი №1)’’

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი  №1 თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა

№ რანგირება   თანამდებობათა დასახელება რიცხოვნობა თანამდებობრივი სარგო (ლარი) შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კოეფიციენტი
1   საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები 21    
    საკრებულოს თავმჯდომარე 1 5986  
    საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1 4526  
    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 3942  
    კომისიის თავმჯდომარე 5 3212  
    ფრაქციის თავმჯდომარე 4 2920  
    ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 2336  
   
    საკრებულოს აპარატი 17    
2   ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები      
    საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –   აპარატის უფროსი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1 3358  
    საკრებულოს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  მოადგილე – აპარატის უფროსის მოადგილე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1 2920  
3   იურიდიული და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება      
  II რანგი საკრებულოს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 2628 1.8
  III რანგი  I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   5 1898 1.3
4   საორგანიზაციო განყოფილება      
  II რანგი საკრებულოს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 2628 1.8
  III რანგი  I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   7 1898 1.3
   IV რანგი   II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1 1314 0.9