„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024892
2
14/01/2025
ვებგვერდი, 15/01/2025
470230000.10.003.024892
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2025 წლის 14 იანვარი

   ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სიტუაციის (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება, სეზონური ვირუსების ან სხვა დაავადებათა მნიშვნელოვანი გავრცელებით სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში შესაძლო რისკები ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე, მათ შორის, გეოგრაფიული მისაწვდომობის თვალსაზრისით) ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ღონისძიებების (მზაობა, პრევენცია, კონტროლი, რეაგირება) განხორციელებაში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებს (დაწესებულებების ნაწილს) შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, მინისტრის ბრძანებით დაუწესდეთ ამ დადგენილებით განსაზღვრულისგან განსხვავებული ან/და საგამონაკლისო რეგულაციები ან/და ისინი ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ამავე დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე