დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016885 |
|
„რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/07/2019, 360160000.22.023.016587) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) „მცირე და საშუალო ობიექტები – გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული ობიექტები, რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და არ ხვდებიან „მსხვილი ობიექტების“ განმარტებაში.“. 2. მე-3 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსხვილი ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალი, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად. 4. მსხვილი ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად: ა) მაღალი კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად; ბ) საშუალო კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2-3 წელიწადში ერთხელ; გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-5 წელიწადში ერთხელ. 5. მსხვილი ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ზოგადი სისტემა 1. რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის პროცესის საბოლოო შედეგი ითვალისწინებს შემდეგი დოკუმენტების მომზადებას: ა) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა (შემდგომში – შემოწმებათა წლიური გეგმა), რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი; ბ) შემოწმებათა წლიური გეგმის საფუძველზე შედგენილი დეპარტამენტის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა-გრაფიკი; გ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირების წლიური გეგმა – რომელიც თანხმდება დეპარტამენტის უფროსთან. 2. შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შედგენისას რეგულირების ობიექტების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ანგარიშის მომზადებას, შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავებას და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს ახორციელებს დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური, ხოლო შემოწმებათა წლიური გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაციას და ზედამხედველობას ახორციელებს მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 3. წლიური გეგმის პროექტი წარედგინება დეპარტამენტის ხელმძღვანელობას არაუგვიანეს ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. 4. წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი ხორციელდება ელექტრონული ექსელის ცხრილის ფარგლებში შემოწმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოკლე ინფორმაციის გაზიარებით, ხოლო წლიური გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარედგინება დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მომდევნო წლის პირველ კვარტალში.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკფაქტორები, როგორც მსხვილი, ისე მცირე/საშუალო ობიექტებისთვის, რომლებიც თანხმდება სამინისტროსთან ყოველი წლის 15 ოქტომბრამდე;“; ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის ინსპექტირება, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში) და/ან დამატებითი კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც თანხმდება მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან .“. 5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პირობითი ქულების ერთნაირი ჯამური მაჩვენებელის მქონე ობიექტებიდან შესამოწმებელი ობიექტის შესარჩევად შესაძლებელია დამატებითი კრიტერიუმების გამოყენება შესაბამისი დასაბუთებით, რომელიც თანხმდება მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან.“. 6. მე-9 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტების ეკოლოგიური რისკებისა და რეგულირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 მუხლების შესაბამისად, რომლის განახლება ხორციელდება 3-5 წელიწადში ერთხელ.“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეტაპი 4 - მსხვილი ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად.“. 7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები მსხვილი ობიექტებისთვის მსხვილი ობიექტებისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 5-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.“. 8. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი: „მუხლი 14. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის 1. სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 9-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად. 2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 10-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.“. 9. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 10. დანართი №5 სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები მსხვილი ობიექტებისთვის“. 11. დაემატოს დანართი №9 და დანართი №10 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები