დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016818 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018, 010250050.35.148.016480) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები