ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში( ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში( ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016016
70
30/12/2024
ვებგვერდი, 14/01/2025
000000000.00.143.016016
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში( ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №70

 2024 წლის 30 დეკემბერი

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალი უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის „გიორგობის ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ჩუმათელეთის დასახლებაში, სოფელ ფონის გადასახვევთან) გამავალ, უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (იწყება X-377937, Y-4654215 კოორდინატზე და მთავრდება X-377144, Y-4653812, ქუჩის სიგრძე შეადგენს 1000 მეტრს, მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თბილისი-სენაკი – ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა, ხოლო დასავლეთიდან – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიენიჭოს „გიორგობის ქუჩის“ სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე –  www.khashuri.org.ge.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ნინო ლიპარტელიანი