წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016004
47
27/12/2024
ვებგვერდი, 14/01/2025
000000000.00.104.016004
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის ნაწილისთვის კოტე სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №47

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის  ნაწილისთვის  კოტე  სამუშიას სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის  ნაწილს  სსიპ – ლიის თემის (პალური)  №2 საჯარო სკოლიდან ( ს/კ 47.02.39.001)  ზურაბ აკობიას (ს/კ 47.02.39.129) სახლის ჩათვლით   მიენიჭოს კოტე სამუშიას სახელი.

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულებასთან დაკავშირებით 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების და ა.შ. დამზადება).

3. ეს განკარგულება  მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად;

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12).

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე   კორნელი სალია