“საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართთველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართთველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 07/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.422
  • Word
306
05/04/2006
სსმ, 48, 07/04/2006
190.010.000.22.033.008.422
“საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართთველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.422

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №306

2006 წლის 5 აპრილი

 ქ. თბილისი

,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში (სსმ III, 2003წ., №122, მუხ. 1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების შემდეგი ფორმები:

ა) ორგანიზაციის ბალანსი – ფორმა №1;

ბ) ორგანიზაციის ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით – ბალანსის დანართი ფორმა № 2;

გ) ანგარიში ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებზე გაწეული ხარჯების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №2-1;

დ) ანგარიში ბიუჯეტიდან დაფინანსების თანხების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №3;

ე) ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4;

ვ) ანგარიში ფულადი გრანტების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4-1;

ზ) ანგარიში ძირითადი საშუალებების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №5;

თ) ანგარიში მატერიალური მარაგების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №6;

ი) ანგარიში ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №7“.

ბ) ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აღნიშნული ფორმებით ბუღალტრული ანგარიშგება განხორციელდეს 2006 წლის 1 აპრილიდან.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციები პერიოდულ და წლიურ ანგარიშებს წარუდგენენ თავიანთ ზემდგომ ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციები – ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მი-ერ დაწესებულ ვადებში.“.

გ) ბრძანების მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან მეორე თვის 10 რიცხვამდე.

ბ) წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტამდე“.

დ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს“.

ე) ბრძანების ფორმა №1, ფორმა №2, ფორმა №2-1, ფორმა №3, ფორმა №4, ფორმა №5, ფორმა №6 და ფორმა №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

ვ) ბრძანებაში ფორმა №4-ის შემდეგ დაემატოს ფორმა №4-1 თანდართული რედაქციით.

ზ) ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს ფორმა №8.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფორმა № 1

ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ი ს

ბ ა ლ ა ნ ს ი

ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების

ა ნ გ ა რ ი შ ი

ორგანიზაციის დასახელება

 


                      ჩაბარების ვადა

 

                      ჩააბარა            

                                                                                          (ხელმოწერა)

                      მიიღო

                                                                                          (ხელმოწერა)

                      პერიოდულობა: წლიური, კვარტალური

                      ზომის ერთეული: -------------------------------           

                                            200  წლის   კვარტალი