,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 დეკემბრის №272 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 14/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.001.048
  • Word
104
12/04/2008
სსმ, 56, 14/04/2008
430.030.000.10.003.001.048
,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 დეკემბრის №272 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 დეკემბრის №272 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმი­ნის­ტრა­ციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფე­სიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა­ზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებ­ში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 დეკემბრის №272 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №174, მუხლი 1927) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. 2007-2008 სასწავლო წელს საქართველოს აკრედი­ტე­ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემ­დგომ­ში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ერ­თი­ანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუ­დენ­ტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიყოს 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი უმაღლესი განათლე­ბის საგანმანათლებ­ლო პროგრამის დასაფინანსებლად სახელ­­მწიფო სასწავლო გრანტებისათვის (შემდგომში – გრანტი).“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვა­ლისწინებული კატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა ამ კატეგორიებით დადგენილ გრანტის რაოდენობებზე ნაკლებია, დარჩენილი გრანტის რაოდენობები მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპით გადანაწილდება მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის სტუდენტებზე, რომლებიც პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ პირველი ან მეორე კონკურსის შედეგად.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დად­გენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარ­ჩენილი თანხა გრანტების სახით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გადანაწილდება იმ სტუდენ­ტებზე, რომლებიც არ შედიან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიაში და უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ იხდიან სწავლის საფასურს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე