შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესი"
მიღების თარიღი 06/01/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
06/01/2025
ვებგვერდი, 06/01/2025
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესი"

განცხადება

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

 

 გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 20 დეკემბრის N496 განკარგულების საფუძველზე, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესы“ (ს/კ: 404434028) გაუუქმდა რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ. №6 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                                                             როინ ცაციაშვილი