დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 461 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 12/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.034.008.415 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.008.415
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 461
2006 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის № 116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 47-ე მუხლების და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის № 116 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006, № 14, მუხ. 180) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ” ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიუოლი პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მივლენილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვიტს სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ყოველთვიური სპეციალური დანამატი 6(ექვსი) ლარის ოდენობით.”.
„მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატების დაფინანსება განხორციელდეს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დანამატის დაფინანსება განხორციელდეს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების და დეპარტამენტში მივლინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობის ფარგლებში.”.
მუხლი 2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები