დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 07/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.032.008.412 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.008.412
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-53
2006 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ – „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში (სსმ III, 18.02.2003 წ., №13, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.“.
2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ზ“ და „ ჩ“ ქვეპუნქტები.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. „სამტრესტის“ მართვა და წარმომადგენლობა
1. „ სამტრესტს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
3. თავმჯდომარე:
ა) დამოუკიდებლად ახორციელებს „ სამტრესტის“ საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრულ „ სამტრესტის“ ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) მოქმედებს “სამტრესტის“ სახელით, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს „ სამტრესტს“ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს „ სამტრესტის“ უფლებამოსილების, საქმიანობისა და ფუნქციების განსახორციელებლად. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს „ სამტრესტის“ საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს. სესხის აღებისა და თავდებობის საკითხებს, აგრეთვე „ სამტრესტის“ ქონებასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს. სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით საკითხებს აგრეთვე უთანხმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „ სამტრესტის“ მუშაკებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. „ სამტრესტის“ თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. „სამტრესტის“ სტრუქტურა
„ სამტრესტის“ სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მევენახეობის რეგულირების სამმართველო;
ბ) მეღვინეობის რეგულირების სამმართველო;
გ) ეკონომიკურ-ადმინისტრაციული სამმართველო;
დ) ბუღალტერია“.
2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ – „ სამტრესტს“ უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები