დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სერვისი – 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.024884 |
|
შპს „სერვისი – 7“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „სერვისი – 7“-ის (ს/ნ: 204532899) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება გაგრძელდეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
შპს „სერვისი - 7“-ის მიერ
საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
ზოგადი დებულებები
1. შპს „სერვისი - 7“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სერვისი - 7“ (ს/კ 204532899) მიერ (შემდგომში – საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება. 4. ამ წესის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონლისა და მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება, შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. 5. ამ წესის დანართი #1-ით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები; ბ) შემსყიდველი (შემდგომში – საწარმო) – შპს „სერვისი - 7“; გ) შესყიდვის ობიექტი - შესასყიდი საქონელი და მომსახურება; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები - იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან/საწარმოსთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; თ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით; ი) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს; მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის ფარგლებში შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით ან, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ფასთა გამოკითხვის საშუალებით. 2. საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების თანასწორი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული დოკუმენტი/საბუთი. 3. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ შესაბამისი მინდობილობით/უფლებამოსილებით განსაზღვრული პირ(ებ)ი. მუხლი 5. ფასთა გამოკითხვა 1. შემსყიდველი ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. 2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველის მიერ წინასწარ, სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს. 3. შემსყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 4. შემსყიდველი დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღის ვადაში იღებს მიწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღის ვადაში იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 5 დღის ვადით. 8. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველს, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. მუხლი 6. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს. 2. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. მათ შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობის მინიჭების საკითხი წყდება ხელშეკრულებით. 3. ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. მიმწოდებელთან, გამარტივებული შესყიდვისას ან ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას, დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7. ანგარიშის წარდგენა 1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს წილის 50%-ზე მეტის მფლობელს, არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა. მუხლი 8. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი №1 საქონლისა და მომსახურების ნუსხა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები