დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.024877 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2017, 010320000.10.003.019914) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში:
1. პირველი მუხლის 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებს საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (თანაშემწის, მრჩევლის, უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლის) თანამდებობას, ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას, ან მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის/მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სხვა თანამდებობას.“.
2. მე-2 მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.1.31, 2.1.32, 2.1.33 ქვეპუნქტები: „2.1.31. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.1.32. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.1.33. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება შესაძლებელია, დაეკისროს სხვა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ან მოხელეს, კომპეტენციის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.“.
3. მე-3 მუხლის 3.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.3. დაწესებულებას უფლება აქვს, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება; ფასიანი საჩუქრის მიცემა, ფულადი ჯილდო.“.
4. მე-4 მუხლის 4.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.4.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე წლიდან ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა.“.
5. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის 4.5 პუნქტი.
6. მე-5 მუხლის 5.1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.“.
7. მე-5 მუხლის 5.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2.1. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
8. მე-5 მუხლის 5.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.“.
9. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას. 6.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება.“.
10. მე-8 მუხლის 8.1.3 ქვეპუნქტი და 8.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა; 8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები