„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27652
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016762
27652
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
000000000.00.00.016762
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

 

სსიპ  – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27652

2024 წლის 30 დეკემბერი 

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული„შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

1. ამ დანართის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოსათვის (სამმართველოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის , ვიდეოზარით მომსახურების გაწევისას და ჩათის მეშვეობით კონსულტაციის გაწევის ნაწილში ), უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეებიდან 2025 წლის 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები.

2. ამ დანართის 1.2 და 2.2-2.10 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის (გარდა გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისა, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის) უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.

3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს და 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, ასევე გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს, ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში.

4. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს და აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს მიერ ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, აგრეთვე გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღების და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული მონაცემების შეტანისას ამავე სამმართველოებისთვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.“.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

სამსახურის უფროსი                                                     ლევან კაკავა