დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 104 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017529 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. პოლიციაში ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, თუ იგი: ა) უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროს სისტემაში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება; ბ) მიიღება სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის ან ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტებში; გ) ინიშნება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფროსად ან მის მოადგილედ.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-83 პუნქტები: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებაზე ვრცელდება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, გარდა ამ მუხლის 82 და 83 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 82. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებისას, ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც მსახურობს სამინისტროს სისტემაში, თუ მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი და მეტი; ბ) სამინისტროს სისტემის ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე და მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები. 83. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებისას, ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც მსახურობს სამინისტროს სისტემაში, თუ მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპი; ბ) სამინისტროს სისტემის ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე და მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები