„2020-2024 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2020-2024 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016891
1-1/494
27/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
300320000.22.024.016891
„2020-2024 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/494

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2020-2024 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020-2024 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300320000.22.024.016615) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ”.

2. მუხლი 14-ის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 15:

„მუხლი 15. დამტკიცდეს თანდართული „2025 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

3. დაემატოს დანართი  „2025 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე