დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024870 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“), №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“), №1.15 („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) და №1.16 („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.“; ბ) 57 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57 1. პროგრამის ფარგლებში, დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, აკმაყოფილებდეს „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანების პირობებს. 2. სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ან სხვა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანება შესაძლებელია, ითვალისწინებდეს დიფერენცირებული მიდგომის შესაძლებლობას, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) 2025 წლის 1 იანვარს ხელშეკრულება ფორმდება 2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სამეანო-ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან, მიუხედავად წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. ამასთანავე, დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს უწყვეტად მაღალი ხარისხის ანტენატალური და პერინატალური სერვისი;“; ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) 2026 წლის 1 თებერვლიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელშიც 2025 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე:“; ბ) 23-ე მუხლის 382 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „382. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, 2025 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები