„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024869
475
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
470030000.10.003.024869
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №475

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:

1. 74 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 74. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.“.

2. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის:

ა) VII ნაწილის (სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7

დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში

2025 წელს და შემდეგ ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გავლილი უსგ პროგრამები სრულად;

 

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1 მარტიდან. 2025 წლის 1 მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.

“;

ბ) XI ნაწილის (ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულება/განყოფილება არ შეიძლება   განთავსებული იყოს საცხოვრებელ კორპუსში, ასევე საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო (სკოლამდელი აღზრდის) და სხვა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებიდან  სერვისის მიმწოდებლის შესასვლელამდე მისასვლელი უმოკლესი საფეხმავლო გზა არ უნდა იყოს 200 მეტრზე ნაკლები

ა) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ერთეულის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი შესასვლელი;

ბ) სავალდებულოა 2025 წლის 1 ივლისიდან;

გ) მხედველობაში არ მიიღება საგანმანათლებლო  (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო (სკოლამდელი აღზრდის) და სხვა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებმაც ფუნქციონირება დაიწყეს ტექნიკური რეგლამენტის ამ მოთხოვნის ამოქმედების შემდეგ.

                                                          “;

გ)  XI ნაწილის (ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12

ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელი ვალდებულია, ბენეფიციარების მონაცემები შეიტანოს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, დადგენილი წესის დაცვით, კანონმდებლობის შესაბამისად

ა) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია, მკურნალობაში ჩართული ბენეფიციარების შესახებ მონაცემები შეიტანოს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში;

ბ) სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარების მონაცემების შეტანა ხორციელდება პაციენტის ჩართვისთანავე;

გ) სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა ხორციელდება 2025 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

“;

დ) XIII ნაწილის (პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

11.

ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი-ონკოლოგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ონკოლოგიური მომსახურების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 20 უსგ ქულას

2025 წელს და შემდეგ ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გავლილი უსგ პროგრამები სრულად;

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე  შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში .

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე