დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/498 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.024.016888 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/09/2013, 010320010.22.024.016291) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესში“ ( შემდგომში - წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წინამდებარე წესების მიზნებისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოსაკვლევად.“. ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 4. სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს (შემდგომში - „მოკვლევის ბიურო“) უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში „მინისტრი“).”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები