„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 472
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024866
472
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
470230000.10.003.024866
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №472

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის №12 დანართი („სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის:

ა) საერთო მოთხოვნების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის, ისე ტრანსპორტირებისათვის

ა) 2026 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელთა მიერ ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების/ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 400 000 კმ-ს;

ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში:

ბ.ა) 2025 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 3 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში;

გ) 2024 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს:

გ.ა) 2026 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, ხოლო რეზერვში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 12 წელს;

დ) 2025 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ლიცენზიის მფლობელის ავტოპარკის არაუმეტეს 60%-ს (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი)

“;    

ბ) II ნაწილის (სპეციალიზებული დახმარება) 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.2

მოწყობილობა ამონასუნთქი  (end-tidal) CO2-ის განსაზღვრისათვის

ა) ერთჯერადი კოლორიმეტრული (Colorimetric) - მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ან რაოდენობრივი კაპნომეტრი (quantitative capnometry). შესაძლებელია, ინტეგრირებული იყოს მონიტორთან;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2026 წლის 1 იანვრიდან

“.

2. №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-7 მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2026 წლის 1 სექტემბრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ №21 დანართით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან, ამავე დანართში მითითებული ვადების მხედველობაში მიღებით. ამასთანავე, №21 დანართით ფსიქიატრიული მომსახურებისთვის დადგენილი ყველა პირობის შესრულება აუცილებელია შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, გარდა ამავე დანართის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომლებიც მოეთხოვებათ იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

21. ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს №21 დანართით განსაზღვრულ პირობებთან და ახალი ნებართვის დანართის – „ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურება“  მოსაპოვებლად მიმართოს სააგენტოს 2025 წლის 1 ნოემბრამდე და შესაბამისი დანართი მოიპოვოს 2026 წლის 1 იანვრამდე.“.

3. 21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) დამატებითი სანებართვო პირობების:

ა) V1 ნაწილის (სანებართვო პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის)  მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11

ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი-ონკოლოგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ონკოლოგიური მომსახურების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 20 უსგ ქულას

 2025 წელს და შემდეგ ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გავლილი უსგ პროგრამები სრულად;

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება  განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსება, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.

“;   

ბ) VI ნაწილის (ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს) მე-14 და მე-15 და პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი ფსიქიატრი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ფსიქიატრიული მდგომარეობების მართვის (მათ შორის, დეესკალაციის ტექნიკები, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები) მიმართულებით და ყოველწლიურად  აგროვებდეს 20 უპგ ქულას

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2026 წლის 1 სექტემბრიდან

15

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექთანმა უნდა გაიაროს სასწავლო კურსი გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე (ბავშვთა ასაკის კონტინგენტის მართვის შემთხვევაში − ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე) დეესკალაციის ტექნიკების ფლობასა და პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

ა) 3 წელიწადში ერთხელ;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

“;   

გ) VII ნაწილის (ქირურგიული მომსახურების მიმწოდებელთათვის საერთო სანებართვო პირობები) 9.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9.1

ქირურგიული ერთეულის ყველა ექიმი-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 უსგ ქულას

2025 წელს და შემდეგ ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გავლილი უსგ პროგრამები სრულად;

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება  განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსება, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.

“;   

დ) IX ნაწილის (რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

37

ექიმი ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი  უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში   კრიტიკული მდგომარეობების მართვისა და თანამედროვე ანესთეზიოლოგიური მიდგომების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 30 უსგ ქულას. ამავდროულად, ის უნდა მონაწილეობდეს შემდეგი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში:

ა) კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს /კარდიოპულმონური    რეანიმაცია ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების დროს (პედიატრიული მომსახურების შემთხვევაში). ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაცია − 2  წელიწადში ერთხელ;

ბ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების    ხელოვნური   ვენტილაცია, ქალა-ტვინის ტრავმა-მონიტორინგი, ჰემოდინამიკა და მისი დარღვევა, ვოლემია და მისი კორექცია, წყალ-მარილოვანი ცვლა, სეფსისი, ანტიბიოტიკოთერაპია და სტრატეგია, პარენტერალური კვება, კომა, MODS – 3 წელიწადში ერთხელ.

2025 წელს და შემდეგ ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გავლილი უსგ პროგრამები სრულად;

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება  განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსება, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე